საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა საგანგებო რეჟიმში მუშაობს

აღმოსავლეთ საქართველოში მომხდარი სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
ელექტროსისტემის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, გამთენიისას, 03:00 საათზე, ძლიერი წვიმების შედეგად, მდინარე “ალაზნის” ადიდებამ და კალაპოტიდან გადმოსვლამ “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” გადამცემი ხაზის “ბახტრიონი” ანძის წაქცევა გამოიწვია, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება ახმეტის რაიონის სოფლების: ქისტაურისა და ზემო და ქვემო ალვანის 6100 აბონენტს შეუწყდა.
“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, სამუშაო ბრიგადები და სპეციალური ტექნიკა უწყვეტად მუშაობს დაზიანების ლიკვიდაციისთვის. სავარაუდოდ, დღეს საღამოს, ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება სოფლების: ზემო და ქვემო ალვანის 3600 აბონენტს, ხოლო სოფელ ქისტაურის მომხმარებლებს ელექტროენერგია ხვალ მიეწოდებათ. ელექტროსისტემა ყველა რესურსს იყენებს სტიქიის შედეგად დაზიანებული ანძის უმოკლეს ვადაში აღსადგენად და მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის უწყვეტად მისაწოდებლად”, – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში შენარჩუნებულია ეკონომიკური ზრდა და გაუმჯობესებულია ბიზნესგარემო
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: რეგიონში ამ დონის და ამ მასშტაბის ფორუმი პირველად ტარდება