საქართველოს სახალხო დამცველი ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების ეფექტურ განხორციელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

201410041601028როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, 2015 წლის 23 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ბავშვზე ძალადობის შემთხვევების შესწავლის დროს, კანონით დადგენილი პროცედურების სრული დაცვის უზრუნველსაყოფად, ზედამხედველობა გაუწიოს მის დაქვემდებარებაში არსებულ პასუხისმგებელ სტრუქტურებს, ასევე უზრუნველყოს მათთვის დამატებითი ინსტრუქციის მიწოდება, რათა ყველა არასრულწლოვანმა შეძლოს სათანადო ზრუნვისა და კანონით გათვალისწინებული სერვისების მიღება.
“საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტმა შეისწავლა არასრულწლოვან გოგონათა ადრეულ ასაკში ქორწინებისა და მოტაცების რამდენიმე შემთხვევა, რა დროსაც ბავშვთა ინტერესებისა და კანონით მინიჭებული უფლებების დარღვევის ტენდენცია გამოიკვეთა. 2014 წლის მანძილზე ადრეულ ასაკში ქორწინების თაობაზე შესწავლილი საქმეებიდან 4 შემთხვევის დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებული იყო შემთხვევის შესახებ ეცნობებინა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის, თუმცა არ მიუმართავს და სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის სამსახურებისთვის ფაქტების შესახებ მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედეგად ხდებოდა ცნობილი.”-ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკემერონმა ევროკავშირი არასტაბლურ ეკონომიკურ მდგომარეობაზე გააფრთხილა
შემდეგი სტატიარა ქონების მფლობელია ვახტანგ გომელაური?