“საქართველოს სატრანზიტო როლის გაზრდა ქვეყანას აქცევს ტვირთბრუნვის ჰაბად”

ამერიკის საგარეო ურთიერთობათა საბჭოში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტს შეკითხვა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე დაუსვეს.

გიორგი მარგველაშვილმა განმარტა, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაეცა, რაც რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გარემოს ბრალია.

„ამაზე გავლენა იქონია რუსეთში ეკონომიკურმა მდგომარეობამ, დოლარის გამყარებამ. თუმცა, ჩვენ გვაქვს კარგი შესაძლებლობებიც. საქართველოს სატრანზიტო როლის გაზრდა ქვეყანას აქცევს ტვირთბრუნვის ჰაბად. ჩვენ ასევე გვაქვს ახალი ეკონომიკური შეთანხმებები, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც ევროკავშირთან ერთი წლის წინ გავაფორმეთ. ეს შეთანხმებები, ასევე კარგი საინვესტიციო გარემო, კორუფციის დაბალი მაჩვენებელი და შემცირებული კრიმინალი – საქართველოს საინტერესო საინვესტიციო ქვეყნად წარმოაჩენს,” – განმარტა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილმა CNN-ის ეთერში პუტინისა და ობამას შეხვედრაზე ისაუბრა
შემდეგი სტატია“ჟენევის პროცესი უნდა შენარჩუნდეს”