საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროსაბჭოს სესიაზე რუსეთის დელეგაციის საქნქციებს განიხილავს

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ახალი შემადგენლობით, 25-30 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იანვრის სესიებზე დასასწრებად მიემგზავრება.

სასესიო კვირის განმავლობაში კომიტეტებისა და პოლიტიკური ჯგუფების სხდომები გაიმართება. სესიაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთის დელეგაციის სანქციების საკითხი იქნება.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციის ახალ, ძირითად შემადგენლობაში შედიან: თედო ჯაფარიძე, თინათინ ხიდაშელი, ირაკლი ჩიქოვანი, ზვიად კვაჭანტირაძე და დავით ბაქრაძე.

ადგილმონაცვლე წევრები კი – ლევან ბერძენიშვილი, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, ჩიორა თაქთაქიშვილი და გიორგი კანდელაკი არიან.

banner
წინა სტატიაშისაგანგებო სხდომა გაეროში უშედეგოდ დასრულდა
შემდეგი სტატიაკიევი: გასულ კვირას მოკლულია 600 სეპარატისტი