საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნეპალში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ინდოეთში მდებარე საელჩოსთან დასაკავშირებლად საკონტაქტო ინფორმაციას აქვეყნებს

150425112510_earthquake_kathmandu_624x351_reuters“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ნეპალში მომხდარი მიწისძვრის გამო, რომელმაც ამ დროისთვის არსებული მონაცემებით მრავალი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, არიან დაშავებულები.
ნეპალში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ინდოეთში, ცხელი ხაზის შემდეგ ნომრებზე: +911147078602; +911149496000; +919560093233; +919560791004;
აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს საელჩო კომუნიკაციას აწარმოებს ნეპალის შესაბამის სტრუქტურებთან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად”, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი მერიას ბოთეებს უწოდებს
შემდეგი სტატიახელისუფლებამ უაზრო კამათსა და დაპირისპირებას თავი დაანებოს და ანტიკრიზისული გეგმა დადოს