საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის ფაქტს გმობს

დავით კერესელიძე

დავით კერესელიძესაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის ფაქტს გმობს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“უპირველეს ყოვლისა, მინდა გამოვეხმაუროთ იმ საზარელ ფაქტს, იმ საზარელ მკვლელობას, რომელმაც გუშინ, მოსკოვში, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ბორის ნემცოვის სიცოცხლე შეიწირა. ჩვენ ვგმობთ ამ საზარელ ფაქტს. გამოძიება უნდა ჩატარდეს გამჭვირვალედ, სწრაფად, ადეკვატურად და ყველა, ვინც დამნაშავეა ამ საზარელ მკვლელობაში, უნდა წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე. ჩვენ ვუსამძიმრებთ მის ახლობლებს, ოჯახის წევრებს და კიდევ ერთხელ ვგმობთ ამ საზარელ ფაქტს”, – განაცხადა კერესელიძემ.

banner
წინა სტატიაშინემცოვის მკვლელობას თვითმხილველი ჰყავს
შემდეგი სტატიაშსს-მ რუსთავში, ხარების სახელობის ეკლესიის გაქურდვის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა