საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურად დაუცველ 2 ათას ბავშვს უმასპინძლებს

garibashvili

შობის დღესასწაულზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად, სოციალურად დაუცველ 2 ათას ბავშვს “ყინულის დედოფალზე” ეპატიჟება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, წარმოდგენას თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში დღეს ირაკლი ღარიბაშვილი და ნუნუკა თამაზაშვილი ბავშვებთან ერთად დაესწრებიან.

სპექტაკლის დაწყებამდე კი პრემიერი და მისი მეუღლე სტუმრებს თბილისის “ივენთ ჰოლში” უმასპინძლებენ.

თოვლის ბაბუა, ნაძვის ხე, ფიფქების სამყარო, ზღაპრის გმირები და საჩუქრები – ბავშვებს “ივენთ ჰოლში” ზღაპრული გარემო დახვდებათ. ბავშვების მხიარულ განწყობაზე ანიმატორები და მულტიპლიკაციური ფილმების პერსონაჟები იზრუნებენ.

banner
წინა სტატიაშიმართლმადიდებელმა ქრისტიანებმა შობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნეს
შემდეგი სტატიამესტიის რაიონში ტურისტები საბაგირო გზაზე ჩარჩნენ