საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ წმინდა გიორგის საფლავი მოინახულეს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ქართულ დელეგაციასთან ერთად, სახელმწიფო ვიზიტით, ისრაელს ეწვივნენ.

ვიზიტის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე, საქართველოს პრეზიდენტმა ქალაქ ლოდში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მოინახულა. გიორგი მარგველაშვილს ეკლესიაში, ისრაელში მცხოვრები ქართველები დახვდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ წმინდა გიორგის საფლავი და წმინდა ნაწილები მოილოცეს და ეკლესიაში პარაკლისს დაესწრნენ.

ეკლესიის წინამძღვარმა მამა ნიკოდიმოსმა საქართველოს პრეზიდენტს წმინდა გიორგის ხატი გადასცა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ 131 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო
შემდეგი სტატია2014 წელთან შედარებით 2015 წელს დანაშაულმა 5 პროცენტით იკლო