საქართველოს პრეზიდენტმა პოროშენკო თბილისში დაპატიჟა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინაში გამართულ შეხვედრაზე ქვეყნის პრეზიდენტი პიოტრ პოროშენკო ოფიციალური ვიზიტით საქართველოში დაპატიჟა – წერს ბიბისი.
„ცხადია, ეს მოწვევა იმ შემთხვევისთვის არის, როცა უკრაინაში შექმნილი სიტუაცია პრეზიდენტს ამის საშუალებას მისცემს, როცა მეტი მშიდობა იქნება უკრაინაში“ – თქვა გიორგი მარგველაშვილმა.
მარგველაშვილმა სხვა ევროპული სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად კვირას მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში, რომელიც გასულ წელს პროტესტების დროს დაღუპული ადამიანების ხსოვნას მიეძღვნა.
საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახურის განცხადებით, კვირას ასევე ორი ქვეყნის პრეზიდენტების პირადი შეხვედრაც გაიმართა, სადაც ქვეყნებს შორის თანამშრომლობასა და უკრაინაში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრეს – წერს ბიბისი.

banner
წინა სტატიაშიგია ცაგარეიშვილი: ჩემს მემკივდრეს ვუტოვებ წელში გამართულ კომიტეტს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: ამ გამარჯვებებს აქვს კიდევ მომავალი