საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის სხდომაზე ენერგოუსაფრთხოების საკითხის განხილვას ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მედიის თავისუფლების დაცვა ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ რუსთავი 2-ს არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ ყველა პოლიტიკოსის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს. „მედიის თავისუფლების ნაწილში თქვენ არა მხოლოდ არჩეული პრეზიდენტის იმედი უნდა გქონდეთ, არამედ ყველა პოლიტიკოსის იმედი უნდა გქონდეთ და სხვათა შორის აქტიურად უნდა მუშაობდეთ ამ იმედის მოსაპოვებლად,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის თქმით ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა მოსწონს თუ არა ის. „თუ თქვენ განცდა გაქვთ, რომ თქვენი უფლებები ილახება, გარწმუნებთ, რომ ქართული სასამართლო მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომელიც ჩემის ღრმა რწმენით იქნება სამართლიანი,“ - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ენერგოუსაფრთხოების საკითხის მთავრობის სხდომაზე განხილვას ითხოვს. ამის შესახებ “თაიმერს” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ მოკლე ინფორმაციაშია ნათქვამი, გიორგი მარგველაშვილი მთავრობის სხდომაზე “საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგომატარებლების ტრანზიტის სფეროში არსებული მდგომარეობის” განხილვას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ვიცე-პრემიერმა, კახი კალაძემ “გაზპრომის” ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გამართა, ხოლო “გაზპრომმა” ქართულ მხარესთან კიდევ ერთ მოსალოდნელ შეხვედრაზე გააკეთა განცხადება.

banner
წინა სტატიაშიპუტინი: “კრიზისის პიკი მიღწეულია, ეკონომიკა სტაბილურდება”
შემდეგი სტატია“მიზანი არის ერთი – მოხდეს აქცენტის გადატანა ნაკლებად საინტერესო საკითხებზე”- პრემიერი მედიას აქცენტებს უწუნებს