“საქართველოს პრეზიდენტისთვის ეს თემა არის უაღრესად მნიშვნელოვანი”

“რუსთავი 2-ში” მიმდინარე მოვლენებზე პირველი განცხადება კეთდება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ გიორგი მარგევლაშვიოლის დავალებით ადმინისტრრაცია დეტალურად სწავლობს ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

“დამოუკიდებელი მედია არის დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, საქართველოს პრეზიდენტისთვის ეს თემა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. როგორც კი დღეს ინფორმაცია გავრცელდა, მე მაშინვე მქონდა კომუნიკაცია პრეზიდენტთან, რომელმაც დამავალა, რომ ეს თემა შემესწავლა და მისთვის მიმეწოდებინა დეტალური ინფორმაცია და ჩვენი შემდგომი მოქმედებები ამის შემდეგ გახდება ცნობილი,”-განაცხადა კახა კოჟორიძემ.

banner
წინა სტატიაში„ბიძინა ივანიშვილის პიროვნება და ისეთი ცნება, როგორიც არის სქართველოს თავისუფლება შეუთავსებელია”
შემდეგი სტატია„სასამართლოში მიმდინარე პროცესმა არანაირი გავლენა არ უნდა მოახდინოს ტელეკომპანიის მუშაობაზე”