საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ალექსანდრე შალამბერიძე გარდაიცვალა

“თავისუფალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, საქართველო პარლამენტის ყოფილი წევრი ალექსანდრე შალამბერიძე გარდაიცვალა.
როგორც “თაიმერს” “თავისუფალი საქართველოს” პრესსამსახურში განუცხადეს, გუშინ მას სისხლძარღვებზე ოპერაცია გაუკეთეს.
“გუშინ მოვინახულეთ საავადმყოფოში, ოპერაციის შემდეგ ძალიან მძიმედ იყო”, – განაცხადეს პრესსამსახურში.
ალექსანდრე შალამბერიძე 1999-2008 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი, რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო, 2004-2009 წლებში იყო “ნაციონალური მოძრაობის” წევრი.

banner
წინა სტატიაშივანის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
შემდეგი სტატიაპარლამენტში რიგგარეშე სესია ქვორუმის პრობლემის გამო ვერ იწყება