საქართველოს ნატოში ინტეგრაცია საფრთხეს უქმნის აფხაზეთს და ოსეთს – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება

საქართველოს მომავალი გეგმები მისი ნატოში ინტეგრაციაზე, პირდაპირ ემუქარება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების უსაფრთხოებას და ეწინააღმდეგენა 2008 წლის დარეგულირების საბაზო ხელშეკრულებას, განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის შედეგების შეჯამებისას.

,,განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ნატოს ალიანსის მიზნები, რომ შექმნას ინფრასტრუქტურა და გამართოს წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე,, აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების უსაფრთხოების საკითხების ჯგუფმა დაადასტურა პრიორიტეტული მნიშვნელობა, ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად დამავალდებულებელი ხელშეკრულების ხელმოწერისა, საქართველო-აფხაზეთს და საქართველო-სამხრეთ ოსეთს შორის, ამიერკავკასიაში მსვიდობისა და სტაბილურობისათვის, ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაინფორმაცია სააგენტო “თაიმერის” facebook-ის ოფიციალური გვერდი გატეხეს
შემდეგი სტატიარუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით – აცხადებს პესკოვი