საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხვალ სახელმწიფო დროშები დაეშვება

kaxi15 ივნისს საქართველოში გლოვის დღეა გამოცხადებული. გლოვის დღე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დადგენილებით, თბილისში მომხდარი სტიქიის დროს დაღუპული მოქალაქეების ხსოვნის უკვდავსაყოფად გამოცხადდა.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება. გადადებულია გასართობი ღონისძიებები. დროშები დაეშვება ასევე, საზღვარგარეთ, საქართველოს ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობაზე.

banner
წინა სტატიაში“გარემოს ზემოქმედების შეფასება არ მომხდარა საერთოდ” – ნინო ჩხობაძე
შემდეგი სტატიამზიურის პარკთან ახალგაზრდა გოგოს ცხედარი იპოვეს