საქართველოს მთავრობა ქუთაისში ოკუპირებული ყირიმის აკადემიის ფილიალის გახსნას აპირებს…?

nanuli-ivanovaგიორგიევსკის სახელობის ყირიმის ფედერალური უნივერსიტეტის სამედიცინო აკადემიის დირექტორის ნანული ივანოვას მიერ რადიო ,,როსია სევოდნიას,, ეთერში გაკეთებული განცხადების მიხედვით, მაროკოსა და საქართველოს ხელისუფლება მზადაა მათი აკადემიის ფილიალები საკუთარ ქვეყნებში გახსნან…

,,ჩვენ მოგვმართა მაროკოს მთავრობამ თხოვნით, რომ თავიანთი ქვეყანაში გახსნან ჩვენი სასწავლებლის ფილიალი… ანალოგიური სურვილით მოგვმართა საქართველოს მთავრობამ… მათ უნდათ ჩვენი აკადემიის ფილიალი ქუთაისში გახსნან. ამ მომენტისათვის ამ პროექტებს არ განვიხილავთ, მაგრამ ამას ჩვენ შესაძლებელია მომავალი წლის გაზაფხულზე დავუბრუნდეთ… იმიტომ, რომ საზღვარგარეთ ჩვენი პროფესორების გაშვება და სტუდენტთა გაცვლა, ეს ძალიან საინტერესო პრაქტიკაა, რომელსაც დიდი მომავალი აქვს,, აცხადებს აკადემიის დირექტორი ნანული ივანოვა.

ამავედროს, ივანოვა აცხადებს, რომ საერთაშორისო სანქციებს მისი აკადემიის პროფესორ-მასწავლებელთა მოღვაწეობაზე გავლენა არ მოუხდენია.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიკასპიის ფლოტიდან გაშვებულმა რაკეტებმა 100–მდე საცხოვრებელი სახლი დააზიანა
შემდეგი სტატიაამერიკელმა ფერმერმა ყანაში 100 საუკუნის უკანდელი მამონტის ძვლები აღმოაჩინა (VIDEO)