საქართველოს მთავრობა ბელარუსში ოფიციალური ვიზიტით გამგზავრებას გეგმავს

მიწვევა პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსგან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 23 აპრილს მიიღო.

მთავრობის მეთაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში წარმატებული უწოდა და აღნიშნა, რომ ის კარგად ორგანიზებული იყო.

პრემიერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს არავითარი გზავნილი არ ჩამოუტანია და ყველაფერი საჯარო და გამჭვირვალე იყო.

„ეს იყო ძალიან კარგი, მეგობრული ვიზიტი და კარგი საფუძველი ჩაეყარა ჩვენს ქვეყნებს, ხალხებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას. ჩვენ მივიღეთ მიწვევა და საქართველოს მთავრობა გეგმავს, ოფიციალური ვიზიტით ეწვიოს ბელარუსს. ეს კიდევ უფრო წაადგება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს – ეს იქნება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები თუ სხვა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინატო რუსეთს უკრაინის საზღვარზე ძალების კონცეტრაციის გამო ადანაშაულებს
შემდეგი სტატიამიხეილ მაჭავარიანი – ბუნებრივი აირის გაძვირების ტენდენცია მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირდება