“საქართველოს ინტერესები აბაშიძე-კარასინის ანაბარა აღმოჩნდა,”- ლევან ბეჟაშვილი

სახეზე გვაქვს ეკონომიკური კოლაფსის ნიშნები

“საქართველოს ინტერესები აბაშიძე-კარასინის ანაბარა აღმოჩნდა,” – ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს მიაჩნია, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია გეგმა, რომლითაც ის დაუპირისპირდება საოკუპაციო ხაზის გადმოწევას.

“2 წლის განმავლობაში ე.წ. საზღვარი იწევს უკანონოდ. ხელისუფლების უნიათო და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება არის ამ პროცესების მიმართ. არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ საუბრობს ამ პრობლემის შესახებ. პრაქტიკულად საქართველოს ინტერესები აბაშიძე-კარასინის ანაბარა აღმოჩნდა. ეს არის სავალალო მდგომარეობა,” – აცხადებს დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი.

banner
წინა სტატიაში“აფხაზეთის რკინიგზის საკითხის შესაძლო განხილვა გამორიცხულია”
შემდეგი სტატიასაკრებულომ უეფა-ს სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მოითხოვა