საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აშშ-ში გარდაცვლილების ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აშშ-ში გარდაცვლილი ქართველბის ოჯახს სპეციალური განცხადების საშუალებით უსამძიმრებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო თავდაცვის აკადემიის ორი ქართველი მსმენელის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილების ოჯახებს.

შეგახსენებთ, რომ სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ. ორივე ახალგაზრდა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მსმენელად ირიცხებოდა და აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიაში სწავლობდა.

banner
წინა სტატიაშიჯემალ ფუტკარაძე ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოდან“ გარიცხეს
შემდეგი სტატია“აუნაზღაურებელია ეს დანაკარგი”-პრემიერ-მინისტრი ნიუ-ჯერსიში დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებს