“საქართველოს ევროპულმა და სომხეთის ევრაზიულმა არჩევანმა ორი ქვეყნის ურთიერთობას ხელი არ უნდა შეუშალოს” – უსუფაშვილი

გივი თარგამაძის დაკითხვას, პარლამენგის თავმჯდომარეო გამოეხმაურა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სომეხ კოლეგასთან შეხევდრის შემდეგ ერთობლივ პრეს-კონფერენცია გიუმრში მომხადრი ტრაგედიის გამო სომეხი ხალხისთვის მისამძიმრებით დაიწყო. უსუაფშვილმა ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპულმა და სომხეთის ევრაზიულმა არჩევანმა ხელი არ უნდა შეუშალოს ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობას.

„შევთანხმდით იმაზე, რომ იარაღზე დაფუძნებული მშვიდობა ეს არ არის სტაბილური მშვიდობა და ჩვენ უნდა მოვძებნოთ ყველა კონფლიქტური ვითარებიდან მშვიდობიან გზით გადაწყვეტა, იმისთვის რომ მოხდეს განიარაღება რეგიონში და არა პირიქით შეიარაღება, რომელსაც ჩვენ საქართველოში ჩვენს ტერიტორიაზე ვხედავთ. ჩვენი ევროპული არჩევანი და სომეხი ხალხის ევრაზიული არჩევანი ეს მომავალში იქნება არა დაბრკოლება ჩვენს ურთიერთობაში, არამედ დამატებითი საკითხები რომლებიც უნდა განვიხილოთ და გადავწყვიტოთ ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო მიმართულებით,“ – განაცხადა დავით უსუაფშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ერევანში დღეს დაიწყო. უსუფაშვილს, დღეს თავის კოლეგასთან შეხვედრის გარდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და სომხეთის მთავრობის მეთაურთან შეხვედრაც აქვს დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაში“მე ყოველთვის მივიღებ ადეკვატურ გადაწყვეტილებას”-დავით ნარმანია საკადრო პოლიტიკაზე
შემდეგი სტატიაქუცნაშვილი: ივანიშვილმა დაადასტურა ის რასაც ჩვენ ვაპროტესტებთ