საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას აშშ-ის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს

“როგორც ევროატლანტიკურ, ისე ევროპულ ინტეგრაციას, აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს”, _ ამის შესახებ დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
დავით ბაქრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნული ელჩი იან კელი მიიღო. ამერიკის ელჩი დავით ბაქრაძეს პირველად შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით ბაქრაძემ და იან კელიმ შეხვედრის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს.
ბაქრაძის თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარ თემას საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია და ამ კუთხით აშს-ს ხელისუფლების მხრიდან სრული მხარდაჭერის საკითხს უკავშირდებოდა.
“ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პარტნიორობას მისი განვითარებისთვის ორივე მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მისწრაფებებს, რომელიც უკავშირდება ევროატლანტიკურ, ისე ევროპულ ინტეგრაციას, აშს-ს ხელისუფლების მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს. ეს იყო ერთერთი მთავარი თემა, რაც განვიხილეთ ელჩთან შეხვედრაზე. ვისაუბრეთ ორმხივი ურთიერთობების გამყარების თვალსაზრისით დაგეგმილ ღონისძიებებზე, რაზეც, ვფიქრობ გვაქვს ერთმანეთის მგავსი ხედვა, თუ რა სფეროებში და რა მიმართულებებით ვხედავთ პოტენციალს მომავალი გაძლიერებული თანამშრომლობისთვის. ეს იქნება როგორც ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა და სხვა მიმართულებები, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, _ დასძინა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება აქვს ევროკავშირთან. იწყებენ ამ საკითხზე ჩინეთთან მოლაპარაკებებს. შესაბამისად, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ თვალსაზრისით საქართველოს ახალი მაღალი სტანდარტი ასევე იყოს აღიარებული სხვა სახელმწიფოების მიერ.

banner
წინა სტატიაშიიან კელი – ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ხელი შეეწყოს საქართველოს ევროალტანტიკურ არჩევანს
შემდეგი სტატიახვალ დავით საგანელიძეს უფლებამოსილება შეუწყდება