„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით სემეკი ხვალ ბიზნესმენებს შეხვდება

2015 წლის 10 თებერვალს 12:00 საათზე – ბიზნესგაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ოფისში ბიზნესმენები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისის ხელმძღვანელ პირებს შეხვდებიან.

სემეკის მხრიდან გაკეთდება პრეზენტაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების წესების და პროცედურების შესახებ. პრეზენტაციას გააკეთებს სემეკის მეთოდოლოგიური უზრუნველყოფისა და მომსახურების ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ფანგანი. საუბარი ასევე შეეხება გაზის გაძვირებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემატურ საკითხებს.

შეხვედრას დაესწრებიან: ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი ნუგზარ ბერიძე, ბუნებრივი გაზის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ივანე პირველი, წყალმომარაგების დეპარტამებტის დირექტორი გრიგოლ მანდარია, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ლაშხია, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ქეთევან ბერიკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმარგველაშვილი მზად არის პარლამენტში პოლიტიკურ დებატებში მიიღოს მონაწილეობა
შემდეგი სტატიადიდ დიღომში დაჭრილი მოზარდების მდგომარეობა მძიმეა