საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გურიის რეგიონის სკოლებში სასწავლო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გურიის რეგიონის სკოლებში სასწავლო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, რეგიონის ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.
სამინისტრო ასევე განმარტავს, რომ თითოეული საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს თავად მართავს ანუ, სკოლა ინდივიდუალურად ადგენს გაკვეთილების განრიგს.
“შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ დღეს რომელიმე სკოლამ სასწავლო პროცესი 12:30 საათზე დაასრულა, სკოლას საგაკვეთილო პროცესი ასეთი განრიგით ჰქონდა გაწერილი”, – აცხადებენ სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშიფოთი-თბილისის სამგზავრო მატარებელს თბომავალი შეეჯახა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსსა და ჟურნალისტს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს