“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” და “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

თბილისის მერია სოციალურად დაუცველებისთვის ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებას მოახდენს

“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” და “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისის მერიის ცხელ ხაზზე, გაზის სუნის მომატებასთან დაკავშირებით , შემოსული ზარების რაოდენობა გაიზარდა. თბილისის მერია საკითხში გასარკვევად შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას” და შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისს” დაუკავშირდა”. მათ მიერ გაკეთებულ განცხადებას თბილსის მერია ავრცელებს.
“თბილისში გაზის სუნის საგრძნობ მომატებასთან დაკავშირებით, შექმნილი ვითარების გამო მოსახლეობას გვინდა განვუმარტოთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” მიერ მუდმივად ხორციელდება ბუნებრივი აირისათვის დამახასიათებელი სუნის მიცემა სპეციალური ნივთიერების (ოდორანტის) დამატების საშუალებით, იმ მიზნით, რომ მარტივად მოხდეს ბ/გაზის გაჟონვის აღმოჩენა. აღნიშნული ნივთიერება ადამიანის ჯანმრთელობისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს. კიდევ ერთხელ გვინდა მოვუწოდოთ მოსახლეობას სიმშვიდისაკენ, რადგან პანიკის საფუძველი არ არსებობს.
აღნიშნულის გამო, შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” საავარიო-სადისპეჩერო სამსახურის სპეციალურ ნომერზე (114) და სამაშველო სამსახურის ნომერზე (112) აბონენტთა ზარებმა მკვეთრად მოიმატა. 14-დან 18 ივლისის ჩათვლით შემოვიდა 2 000-ზე მეტი შეტყობინება, რაც კომპანიაში ერთი თვის განმავლობაში შემოსული შეტყობინებების 90%-ს შეადგენს, შესაბამისად, აბონენტებს ზარის მოლოდინში უწევთ მოცდა. ვინაიდან შემოსულ ყველა ზარზე ერთდროულად პასუხის გაცემა ტექნიკურად შეუძლებელია, აბონენტებს ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ოპერატორი მის ზარს არ პასუხობს. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” გთხოვთ, აუცილებლად დაელოდოთ ოპერატორის პასუხს.
გვინდა განვაცხადოთ, რომ არც ერთი ზარი არ დარჩება რეაგირების გარეშე და კომპანიის საავარიო სამსახური უმოკლეს ვადებში მივა დაფიქსირებულ გამოძახებაზე.
შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას საავარიო ბრიგადის ადგილზე მისვლამდე გადაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის ონკანები და გაანიავონ შესაბამისი ფართი. გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანიის თანამშრომლები აბონენტებს უმოკლეს ვადაში, უსასყიდლოდ მოემსახურებიან”, – აცხადებენ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასა” და შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისში”.

banner
წინა სტატიაში,,ღარიბაშვილმა პოლიციას მოუწოდა, დასაჯონ ყველა, ვინც კაპიტულანტური რეჟიმის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს”
შემდეგი სტატიადმანისის მუნიციპალიტეტში სამარხები და სამაროვნები აღმოაჩინეს