“საქართველოს ბანკი” მზად არის, სესხების რესტრუქტურიზაცია მოახდინოს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც სესხების რესტრუქტურიზაციას ეხება, საბანკო სექტორის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.

საქართველოს ბანკმა ერთხელ უკვე მოახდინა სესხების რესტრუქტურიზაცია და მზად არის, გიორგი ქადაგიძის ინიციატივას ახლაც დადებითად უპასუხოს.

„საქართველოს ბანკმა მომხმარებლებს თებერვლიდან შესთავაზა, რომ ვისაც სესხი ჰქონდა აღებული დოლარში, რესტრუქტურიზაცია გაეკეთებინათ, რაც იმას გულისხმობს, რომ არ იზრდება სესხის პროცენტი და მომხმარებელი არ იხდის საკომისიოს. ასეთი შეთავაზებით დაახლოებით 800-მა ადამიანმა ისარგებლა. რესტრუქტურიზაცია დღესაც მისაღებია,“ – აცხადებს საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, სოფო ბალავაძე.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე ჯარში სავალდებულო გაწვევის გაუქმებას ითხოვს
შემდეგი სტატიასასაზღვრო პოლიცია ,,თაიმერის” ინფორმაციაზე კომენტარს აკეთებს