“საქართველოს ბანკი” დაკარგულ თანხასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“საქართველოს ბანკი” თავისუფლების მოედანზე მდებარე ფილიალიდან თანხის დაკარგვასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

„მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ, რომ მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს ადგილი ქონდა ინციდენტს, რომელზეც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ქურდობის მუხლით. ამ ფაქტით გამოწვეული შესაძლო ზარალი ბანკს სრულად აქვს დაზღვეული. საქართველოს ბანკი მუშაობას განარგრძობს ჩვეულ რეჟიმში, ხსენებულ ინციდენტს არ გამოუწვევია რაიმე სახის შეფერხება. ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, საქმესთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ვერ გაავრცელებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

24 ოქტომბერს, „საქართველოს ბანკიდან“ დიდი ოდენობით თანხა დაიკარგა. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია სულ მცირე 100 ათასი დოლარის ოდენობის თანხაზე. თუმცა სახელდება ასევე 10 მილიონიც. ერთ-ერთი ვერსიით, თანხა თავისუფლების მოედანზე მდებარე ფილიალიდან გაიტანეს.

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელია: ციტრუსის და მწვანილის რუსეთში გატანის კუთხით პრობლემებს არ ველოდებით
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: მოვა დრო და ალექსი ახვლედიანიც მოყვება იმას, რაც მე მოვყევი და მოყვება კიდევ უფრო მეტს