“საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია

ყაჩაღობა ”საქართველოს ბანკში” გახსნილია. 26 წლის მამაკაცი შემთხვევიდან რამდენიმე საათში ცხელ კვალზე, სარფის გამშვებ პუნქტთან, დააკავეს. ბრალდეული თურქეთში გადასვლას ცდილობდა.

გამოძიების ინფორმაციით, 30 იანვარს ის თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, ბანკის სერვისცენტრში შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 2500 ამერიკული დოლარი გაიტაცა.

მამაკაცი დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისაპროტექტო აქცია ზუგდიდიში- გაიმარტება თუ არა ბაჩო ახალაიას წიგნის პრეზენტაცია?
შემდეგი სტატიაჯონ კერი 50 დოლარით დააჯარიმეს.