საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი ეწვევა

საქართველოს ხვალ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ვიქტორია ნულანდი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ნულანდი საქართველოს მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისა და რეგიონულ საკითხებს მიეძღვნება.

ვიქტორია ნულანდი საქართველოს სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში ესტუმრება. დღეს ის აზერბაიჯანში იმყოფება, თბილისის შემდეგ კი ერევანში გაემგზავრება

banner
წინა სტატიაშილუკა კურტანიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხზე კომიტეტი ხვალ იმსჯელებს
შემდეგი სტატიაეკა ხერხეულიძე პარლამენტში ბრუნდება