„საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცესს მიგრანტების ამჟამინდელი კრიზისი არ გაართულებს” – შტეფან ფულე

“ევროკავშირი იცვლება და ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ თავად ევროკავშირისთვისაც,“ – აცხადებს გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ყოფილი ევროკომისარი.

შტეფან ფულე საერთაშორისო კონფენრეციაში მონაწილოებს, რომელიც თბილისში უკვე საათზე მეტია მიმდინარეობს.

მისი თქმით, ერთად უნდა შევხვდეთ მომავალ გამოწვევებს, რაც სწორედ კონფერენციის მთავარი მიზანია.

„საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცესს მიგრანტების ამჟამინდელი კრიზისი არ გაართულებს. ვთვლი, რომ პროცესი ჩვენი მხრიდან არ უნდა შეფერხდეს იმის ხარჯზე, რომ ჰუმანიტარული კრიზისის გამკლავებას ვცდილობთ. ამან გავლენა არ უნდა იქონიოს იმ არაჩვეულებრივ სამუშაოზე, რაც საქართველომ გასწია,“ – განაცახდა შტეფან ფულემ.

კონფენრეციას “ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი” პრეზიდენტი და პრემიერიც ესწრებიან. მონაწილეთა შორის არიან ასევე ქართველი, ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკური ლიდერები, ექსპერტები და მკვლევარები.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ხანგრძლივი მშვიდობა მეზობლებთან” – ირაკლი ღარიბაშვილი
შემდეგი სტატიამსოფლიოში ცნობილი კომპანია ELBIT Systems – Cyclone საქართველოსთან თანამშრომლობას იწყებს