საფრანგეთში ტერორისტმა, მოკლულის მოჭრილ თავთან ,,სელფი,, გადაიღო

საფრანგეთის პოლიციის მონაცემებით, გუშინ საფრანგეთში გაზის ქარხანაზე თავდამსხმელმა თავისი უფროსის მოკვეთილ თავთან ერთად სელფი გადაიღო.

გავრცელებული ინფორმაციით,  სელფი სატელეფონო პროგრამა WhatsApp-ით, ამ დრომდე დაუდგენელი პირის ნომერზე, აშშ-ში იქნა  გაგზავნილი.
სენ-კანტენ-ფალლავიეს ქარხანაზე თავდასხმა, რომელიც ლიონთან ახლოს არის, გუშინ განხორციელდა. სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელი სამსახურეობრივი მანქანით თავისუფლად გადადგილდებოდა წარმოების ტერიტორიაზე, გარკვეული დროის შემდეგაც მან იქვე მდგარ გაზის კონტეინერს დააჯახა მანქანა, რამაც აფეთქება გამოიწვია. აფეთქების შედეგად ქარხნის თანამშრომლები არ დაზიანებულან… თუმცა, დანაშაულის ადგილზე თავმოჭრილი სხეული იპოვეს, რომლის გვერდზეც ისლამური სახელმწიფოს დროშა ეგდო.
ამ დროისთვის თავდასხმაში  ეჭვმიტანილი ერთი პირი, 35 წლის იასინ სალი დაკავებულია და პოლიციის მიერ იკითხება. პარიზის პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით ეჭვმიტანილი ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს.

banner
წინა სტატიაში500-ზე მეტი ადამიანი დაშავდა ტაივანში აკვაპარკში ხანძრისას
შემდეგი სტატია2 წლის შვილის მძიმე ფორმით ცემის გამო მამა მიმალვაშია