საფრანგეთში მოსმენებზე ახალ კანონს იღებენ – ტერორიზმთან ბრძოლა თუ ლიცენზია ჯაშუშობაზე?

s1საფრანგეთის პარლამენტმა ახალი ზომები მიიღო ტერორიზმთან ბრძოლასთან დაკავშირებით. უფლებადამცველები კი გაფრთხილებას იძლევიან, რომ კანონი შესაძლებელია ტოტალური თვალთვალის ლიცენზია გახდეს.
„საშოშროება არასდროს ყოფილა ასე სერიოზული“ – თქვა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა 2015 წლის აპრილში ჟურნალისტებთან შეხვედრისას. მან განცხადება მას შემდეგ გააკეთა, როცა შემთხვევით აღიკვეთა მორიგი ტერაქტი. ტერორისტის სამიზნე ქრისტიანული ტაძარი იყო საფრანგეთში.
მოსალოდნელი ტერაქტი სრულიად შემთხვევით იქნა აღკვეთილი. ალჟირელი სტუდენტი სიდ აჰმედ გლამმა საკუთარი სახლის ძარცვისას შემთხვევით გაისროლა ფეხში და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა, რასაც პოლიციის ეკიპაჟიც მოყვა. სამართალდამცველებმა სახლში იარაღის მთელი არსენალთან ერთად ქაღალდი იპოვეს, სადაც ტერაქტის გეგმა იყო დახაზული. რომ არა სრული შემთხვევითობა, საფრანგეთში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდებოდა.
ამ ინციდენტმა, იანვრის მოვლენების შემდეგ, როცა ფრანგულ სატირულ ჟურნალს თავს დაესხნენ, რასაც 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ფრანგ საზოგადოებაში დაძაბულობა კიდევ უფრო გაზარდა. აღკვეთილი ტერაქტი კანონის „პატრიოტული აქტის“ ანალოგადაც იწოდება, რომელიც აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ იქნა მიღებული.
ფრანგული კანონი ქვედა პალატამ 5 მაისს მიიღო – ხმა დამაჯერებელმა უმრავლესობამ მისცა. საბოლოო გადაწყვეტილებას თვის ბოლოს საფრანგეთის სენატი მიიღებს. კანონპროექტი ახალი ღონისძიებების ნუსხას შეიცავს, რომელიც სადაზვერვო სამსახუერებს მონაცემთა მოპოვებას გაუადვილებს. ეს 1991 წლიდან სპეცსამსახურების შესახებ კანონში პირველი ცვლლილება იქნება, რომელიც მობილური ტელეფონების და ინტერნეტის გავრცელებამდეა მიღებული.
ექსპერტები კანონპროექტს მოქალაქეების კერძო ცხოვრებაში დაუსაბუთებელ შეჭრას უწოდებენ. ახალი რეგულაციების მიხედვით, სპეცსამსახურებს ნებისმიერი ადამიანის ტელეფონის მოსმენა დაუყოვნებლივ, მიმდინარე რეჟიმში შეუძლიათ, თუკი ის ტერორიზმშია ეჭვმიტანილი. შეგროვებული ინფორმაცია შეინახება 5 წლის მანძილზე.
ექსპერტების აზრით, ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას არღვევს ე.წ. „შავი ყუები“, რომელიც მონაცემთა შენახვის განსხვავებული სისტემაა და რომლითაც პროვაიდერებმა ინტერნეტ-ტრეფიკის მონიტორინგისას უნდა იხელმძღვანელონ. სპეციალური კომპიუტერული ალგორითმი ინფორმაციას, რომელიც კომპიუერულ ქსელში მოძრაობს, მუდმივად ადევნებს თვალყურს. საეჭვო ინფორმაცია განსაკუთრებით იქნება შემოწმებული.
თუკი დაჭერილი მონაცემები გაიშიფრება, მაგალითად, როგორც სმს და ელექტროლნულ ფოსტაში შეტყობნება, საფრანგეთის მთავრობას შეუძლია ის დიდი ხნის მანძილზე შეინახოს – ამბობს საერთაშორისო სამართლებრივი საკითხების საერთაშორისო ორგანიზაცია Privacy International-ის დირექტორი კარლა ნიტსი.
მისი სიტყვებით, მასობრივი თვალთვალის ეს ფორმა სახელმწიფოს უფლებას მისცემს ინფრმაცია სრულად აკონტროლოს. „ეს თვალთვალი იმას გავს, რომელსაც ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტო ახონრციელებს აშშ-ში, ასევე, დიდ ბრიტანეთში – სამთავრობო ცენტრი“ ხაზს უსვამს ნიტსი. ექსპერტი მიიჩნევს, რომ საფრანგეთის მთავრობის მიერ მიღებული კანონი არის „ნაბიჯი არასწორი მიმართულებით, რომლის ანალოგები ჯერაც არ ყოფილა.“
კანონი ასევე უფოლებას მისცემს მთავრობას იმ ადამიანებს მოუსმინონ, რომლებიც საეჭვო პიროვნებების ირგვლივ ტრიალებენ. ნიტსის თქმით, ეს შეეხება ყველას, ვინც კონტაქტში შევა პოტენციურ ტერორისტთან – მათ შორის ჟურნალისტებსაც. „ისინი თვალთვალის ობიექტები გახდებიან, რაც არა თუ პირად ცხოვრებაში შეჭრაა, არამედ ჟურანალისტის პროფესიულ საქმიანობაში ბარიერიც“ – განმარტავს ექსპერტი.
პარიზის უფლებადამცველი ჯგუფის La Quadrature du Net დამფუძნებელი ფელიქს ტრეგი თვლის, რომ ახალი კანონის ფორმულირებები ძალიან ფართოა. მისი თქმით, ის არ შეიცავს მოტივების ჩამონათვალს, რომლის საფუძველზეც სპეცსამსახურებს შეუძლიათ პირად მონაცემებზე წვდომა ქონდეთ. შედეგად, ძალიან რთული იქნება შესაძლებლობების ბოროტად გამოყენების პრევენცია. ეჭვს მონაცემების დიდი ხნით შენახვაც იწვევს – თვლის ტრეგი.
კანონის თანახმად, სპეცსამსახურები უფლებას მიიღებენ გატეხონ კომპიუტერები ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის, ოპერაციულ სისტემაში ვირუსების შეყვანითაც. გარდა ამისა, „შავ ყუთს“ ეკონომიკის დიდი სეგმენტის განადგურება შეუძლია. პრემიერისადმი მიწერილ წერილში რამდენიმე მსხვილმა IT კომპანიამ განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში საკუთარ ბიზნესს საზღვარგარეთ გაიტანს.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის იურისტი კლემენს ბარკეტი თვლის, რომ კანონპროექტის განსახილველად მეტი დროა სჭირო. ახალი ზომების დამუშავება 2014 წლის ივლისიდან დაიწყო, თუმცა იანვრის ტერაქტის შემდეგ უბრალოდ, დაჩქარდა პროცედურები. ამით მინისტრთა კაბინეტმა „დისკუსიებისთვის დრო არ დატოვა, რასაც დიდი მნიშვნელობა ექნებოდა კანონპროექტის დახვეწაში“ – ამბობს ბარკეტი. მისი აზრით , საფრანგეთის ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება გახდეს თვალთვალის ობიექტი, რაც თავის მხრივ სასამართლოს ეფექტურობის გაკონტეროლების საშიშროებას ქმნის – ხაზგასმით ამბობს იურისტი.
მთავრობას კანონის მიღების არგუმენტად Charlie Hebdo-ზე თავდასხმა მოყავს. თუცა, არაფერი ამტკიცებს იმას, რომ ტერაქტის აღკვეთა იქნებოდა შესაძლებელი თუკი სპეცსამსახურებს მეტი უფლებები ქონოდა – თვლიან ექსპერტები.

მომზადებულია „დოიჩე ველეს“ მიხედვით.

banner
წინა სტატიაშიფედერიკა მოგერინი – დესტაბილიზებული და იზოლირებული რუსეთი არავის ინტერესებში შედის
შემდეგი სტატია„რეალურად კარგი შესაძლებლობა გვაქვს, რომ ამ ეკონომიკური ვითარებიდან ამოვხტეთ“