საფრანგეთმა ,,შარლ დე გოლი,, აშშ-ს არმიას გადასცა

Frenchმსგავსი შემთხვევა უახლესი ისტრორიის მანძილზე პირველად მოხდა… საფრანგეთმა საკუთარი ფლოტის ფლაგმანი, ატომური ავიამზიდი ,,შარლ დე გოლი,, აშშ-ს არმიის სარდლობას, ,,ისლამური სახელმწიფოს,, წინააღმდეგ ოპერაციის ჩატარების მოტივით გადასცა…

ამ საკითხის აღსანიშნავად ,,შარლ დე გოლის,, გემბანს, აშშ-ს შტაბების გაერთიანებული კომიტეტის  მეთაური გენერალი მარტინ დამპსი ეწვია. მან მაღალი შეფასება მისცა ,,შარლ დეგოლის,, ეკიპაჟს და ,,Rafale,, ს ტიპის ფრანგულ ავიაგამანადგურებლებს, რომლებმაც ამერიკულ ,,F/A-18 Hornet,,ებს კომპანიონობა უნდა გაუწიონ ოპერაციის ფარგლებში.

აშშ-ს არმიამ, მისი სარდლობის ქვეს გადმოსული ,,შარლ დე გოლი,, თავის ავიამზიდ ,,კარლ ვინსონთან,, ერთად კოალიციური ძალების ეგიდით მიმდინარე ოპერაციაში ჩართო.

 

banner
წინა სტატიაშისოხუმში ქალაქის საბჭოს აირჩევენ
შემდეგი სტატია,,ნაპოლის,, ქომაგებმა უკრაინის მხარდამჭერი ბანერი რუსებთან მატჩზე გამოფინეს