საფრანგეთი: სასამართლომ სტროს-კანს სუტინიორობა ვერ დაუმტკიცა

საფრანგეთი: სასამართლომ სტროს-კანს სუტინიორობა ვერ დაუმტკიცა

საფრანგეთი: სასამართლომ სტროს-კანს სუტინიორობა ვერ დაუმტკიცასაფრანგეთის სასამართლომ ყოფილ საერთაშორისო სავალურტო ფონდის ხელმძღვანელს დომინიკ სტროს-კანს სუტინიორობის ბრალდება მოუხსნა.

მოსამართლის თქმით, სტროს-კანი მსუბუქი ყოფაქცევის ქალების მომსახურებით სარგებლობდა და ამასთანავე მათ არასდროს უხდიდა ფულს. სექს-მუშაკების ანაზღაურებას საღამოების სხვა მონაწილეები იხდიდნენ კანის მაგივრად.
როგორც ჟურნალისტები ამბობენ, სტროსს-კანი, რომელიც ბრალდების წაყენებამდე საფრანგეთის საპრეზიდენტო სავარძლისთვის აპირებდა ბრძოლას, სასამართლოს გადაწყვეტილებას მშვიდად შეხვდა.
სახელმწიფო პროკურორმა, რომელცი ბრალდების მხარეს წარმოადგენს ,თავის საბოლოო სიტყვაში სასამართლოს მოუწოდა ბრალდებული გაემართლებინა. მისი თქმით, ვერც გამოძიება და არც წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ იმას, რომ სტროს-კანი სუტინიორობაშია დამნაშავე.
საფრამგეთის პრეზიდენტობის პრეტენდენტის და სხვა 13 დაკავებულის საქმე თებერვალში შევიდა წარმოებაში. საქმეში ასევე ფიგურირებდა ბორდელის ბელგიელი მფლობელი დომინიკ ალდერვეირელდი, მეტსახელად «დოდო». სასამართლოში, რომელიც ლილში გაიმართა, დეტალუურად საუბრობდნენ ორგიების სკანდალებზე, რომელიც საფრანგეთში, ბელგიასა და აშშ-ში ეწყობოდა სტროს-კანისა და მისი მეგობრების მიერ.
თვითონ სტროს-კანი ყოველთვის უარყოფდა იმას, რომ ორგიის მონაწილე ქალებიდან ზოგიერთები პროფესიით მეძავები იყვნენ.
მოწმეებად გამოძახებული მეძავები სასამართლოში ყვებოდნენ იმაზე, თუ როგორი სასტიკი იყო სტროს-კანი ორგიებისას.
პროკურორმა საბოლოო სიტყვაში განაცხადა, რომ სასამართლო ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის და არა მორალური კოდექსებით.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის პროკურატურამ კომპანია Germanwings-ის თვითმფრინავის ალპებში მომხდარი კატარსტროფის გამოძიებსი წინასწარი მასალები გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიაე.წ. ოტო შსს-დან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადავა