საფრანგეთი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საბრძოლველად ძალებს აძლიერებს

საფრანგეთი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საბრძოლველად ინდოეთის ოკეანეში ქვეყნის შეიარაღებული ძალების ფლაგმანს, ავიამზიდ “შარლ დე გოლს” აგზავნის.

ხომალდი პრეზიდენტმა მოინახულა და ეკიპაჟის წევრებს სიტყვით მიმართა.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ოლანდმა ტერაქტებზეც ილაპარაკა და ”შარლი ებდოს” რედაქცია ახალი ნომრის გამოშვებისთვის შეაქო.

საფრანგეთში “ალ ქაიდას” იემენის ფრთის მიერ ორგანიზებული ტერაქტების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. დაზარალებულთა ოჯახებს ხელისუფლება, კომპენსაციის სახით, 20 ათას ევროს გადასცემს.

banner
წინა სტატიაში“ნაციოანლური მოძრაობა“: RMG Gold-ს ლიცენზიის ვადა 2015 წლის 1 იანვრამდე ჰქონდა
შემდეგი სტატიაინდოეთი ობამას ვიზიტამდე ტერაქტებს ელოდება