საფრანგეთის ქარხანას ისლამისტური დროშით თავს დაესხნენ

საფრანგეთის ქალაქ სენ-კანტენ-ფალევიეში, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარეობს, გაზის ქარხანას თავს დაესხნენ. დაღუპულია ერთი და დაშავებულია მინიმუმ ერთი ადამიანი.
ფრანგული მედია ამ წუთებში ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქარხნის ტერიტორიაზე ნაპოვნია უთავო სხეული მის გვერდით კი ისლამისტური დროშა აგდია.
იტყობინებიან, რომ ისლამისტური დროშით თავდამსხმელი ქარხნის ტერიტორიაზე შემოიჭრა და ასაფეთქებელი ნივთიეერებები ისროლა. რამდენიმე მათგანი აფეთქდა. აფეთქებულია გაზით სავსე კონტეინერები.
თავდამსხმელი დაკავებულია.
მომხდარის ადგილზე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი – სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ინვესტორების დაინტერესებასა და ეკონომიკურ აქტივობაზე გავლენას მოახდენს
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: მერიაში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს