საფრანგეთის პრემიერს შვილების წაყვანის გამო ფული გადაახდევინეს

საფრანგეთის პრემიერს შვილების წაყვანის გამო ფული გადაახდევინეს

საფრანგეთის პრემიერს მანუელ ვალსს, ბერლინში ჩემპიონთა ლიგის ფინალში დასწრება და იქ სამთავრობო თვითმფრინავით საკუთარი შვილების წაყვანა 2500 ევრო დაუჯდა.

ფრანგული მედიის ცნობით, თავად პრემიერ–მინისტრი აცხადებს, რომ გერმანიაში უეფას პრეზიდენტ  მიშელ პლატინისთან შესახვედრად ჩავიდა, რათა მასთან 2016 წელს საფრანგეთში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის შესახებ ესაუბრა და შვილების თან წაყვანის გამო, ამით სამთავრობო რეისის ღირებულება არ გაძვირებულა… თუმცა ფრანგებს მიაჩნიათ, რომ ბარსელონაში დაბადებული ვალსი, ბერლინში ,,იუვენტუსთან,, ფინალში მოთამაშე ,,ბარსელონას,, საქომაგოდ ჩავიდა და შვილების სამთავრობო თვითმფრინავით წაყვანით, სახელმწიფო სახსრები გახარჯა…

ვალსის განცხადებით, საფრანგეთს ახლა ახალი სკანდალები არ ჭირდება და რომ ყოველგვარი ორაზროვნება გამოირიცხოს, ის მზადაა გადაიხადოს შვილების ბერლინში მგზავრობის გამო 2500 ევრო… თუმცა ზოგიერთები საფრანგეთში თვლიან, რომ სამთავრობო თვითფრინავის ბერლინში რეისზე, რომელიც სულ 20.000 ევრო დაჯდა, 2500 ევროს გადახდა  2 ადამიანზე ცოტაა.

banner
წინა სტატიაშირა გააკეთა მიშამ 10 დღეში…?
შემდეგი სტატია,,მთის სამინისტრო კი არა, ხიდებისა და გვირაბების შექმენით,,