საფრანგეთის პოლიციამ ტერორისტების მანქანას მიაკვლია

ფრანგული სატირული ჟურნალის “Charlie Hebdo”-ს ოფისზე თავდამსხმელთა მანქანაში, რომელიც დამნაშავეებმა დატოვეს, პოლიციამ ჯიჰადისტების დროშები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები იპოვა. ამის შესახებ “ფრანს-პრესი” სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს წყაროს განცხადებით, ეს ერთის მხრივ ცხადჰყოფს, რომ საქმე გვაქვს რადიკალურ ისლამიზმთან, მეორეს მხრივ კი, ამ “კოქტეილების” გამოყენებით მათ სხვა გეგმებიც ჰქონდათ.
ამ დროისთვის, წყაროს ინფორმაციით, დამნაშავეები საფრანგეთის ქალაქ კრეპი-ან-ვალუაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში იმალებიან. ქალაქში შეყვანილია ელიტური სპეცდანიშნულების რაზმები. ავტომანქანა რეგიონის პიკარდიის რაიონში იპოვეს.

banner
წინა სტატიაშირიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა თავისუფალია, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე კი შეზღუდვებია
შემდეგი სტატია“გულფროის” ბორტზე მყოფი ოთხი ქართველი ევაკუირებულია