საფრანგეთის პოლიციამ გარეუბან მონრუჟში ცეცხლის გახსნაში ეჭვმიტანილთა ფოტოები გაავრცელა

საფრანგეთის პოლიციამ იმ ეჭვმიტანილთა ფოტოები გაავრცელა, რომლებმაც გუშინ გარეუბან მონრუჟში ცეცხლი გახსნეს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილთა შორის ერთი ქალბატონია – ჰაიათ ბუმედინი, ასევე, იძებნება ამედი კულიბელი. დაუზუსტებელი ინფორმაციით, პარიზის აღმოსავლეთით ვენსენის გარეუბანში მდებარე მაღაზიაში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავშირებული უნდა იყოს გუშინდელ შემთხვევასთან.
რამდენიმე საათის წინ ქაშერულ მაღაზიაში შეიარაღებული თავდასმსხმელის შეჭრის შემდეგ ატეხილი სროლის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ცნობებით, თავდამსხმელს მძევლად ჰყავს აყვანილი ხუთი ადამიანი. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ამედი კულიბელი დაკავშირებულია ჟურნალ Charlie Hebdo-ს ტერაქტთან.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში მომხდარი ჩხუბისთვის აკაკი ბობოხიძე დაისაჯა
შემდეგი სტატიასაფრანგეთში ორივე ანტიტეროსრისტული ოპერაცია დასრულდა