საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის პოსტზე კოტე სულამანიძეს მხარი დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის პოსტზე წარდგენილ კოტე სულამანიძეს მოუსმინა და მხარი დაუჭირა. სააგენტოს უფროსის კანდიდატურა სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ, საბჭოსთან შეთანხმებით წარადგინა.

პარლამენტი ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსს 7 წლის ვადით – პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედით ამტკიცებს.

გარდა ამისა, დღეს პარლამენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი სააგენტოს საბჭოს ოთხი წევრი დაამტკიცა, ხოლო საბჭომ მისი შემადგენლობიდან ხელმძღვანელად ირაკლი კოვზანაძე აირჩია.

banner
წინა სტატიაშიიან კელი – აშშ-ი იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერი
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და უგულავას მხარდამჭერები ამ დრომდე რჩებიან