„საუკუნის მატჩის“ ამერიკელი გამარჯვებული

boxბოქსში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მატჩი WBA, WBC და WBO ვერსიებში ფილიპინელ მენნი პაკიაოსა და ამერიკელ ფლოიდ მეივეზერს შორის ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა.
38 წლის მეივეზერმა გაიმარჯვა ანგარიშებით 118:110, 116:112, 116:112.
პროფესიულ რინგზე მეივეზერს 19 წლიანი კარიერის განმავლობაში ერთხელაც არ განუცდია დამარცხება. ფილიპინელზე გამარჯვება მისი 48-ე გამარჯვება იყო 48 ჩატარებული ბრძოლიდან.
36 წლის პაკიაომ თავისი კარიერის მანძილზე 56 ბრძოლა მოიგო, 6 წააგო და ორი მარტჩი ფრედ დაასრულა.
მატჩზე დასწრების ბილეთები, რომელსაც „საუკუნის ორთაბრძოლა“ უწოდეს, 350 ათასი დოლარი ღირდა, იმ ამერიკელებმა კი, რომლებმაც ტელევიზორიდან გადაწყვიტეს ყურება, 100-100 დოლარი გადაიხადეს.
მაყურებელთა შორის იყო ჰოლივუდის ვარსკვლავი კლინტ ისტვუდი, რობერტ დე ნირო, სტინგი და პრინცი, ასევე ამერიკელი მაგნატი დონალდ ტამპი.
მაყურებელთა შეფასებით ორთაბრძოლა სანახაობრივად არ ყოფილა განსაკუთრებული.
პაკიალო სიმღერის ფონზე გამოვიდა რინგზე და პუბლიკამ აპლოდისმენტებით შეამკო. მეივეზერს კი სტვენით შეხვდნენ, იმის მიუხედავად, რომ ის „სახლში“ იყო.
მეივეზერმა მატჩის დასრულებისას დაადასტურა, რომ ბოლო 49 -ე მატჩს სექტემბერში ჩაატარებს და ამით დაასრულებს თავის სპორტულ კარიერას.

banner
წინა სტატიაშიკვანტური კომპიუეტებისკენ გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯი
შემდეგი სტატიაჯონ კერიმ შრი-ლანკაში შერიგებისკენ მოუწოდა