საუდის პრინცი ალ-ვალიდი თავის 32 მილიარდს სხვებს ჩუქნის

1433939547რომ არა ,,ბი ბი სი,, რომელიც საუდელი პრინცის გადაწყვეტილების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, სხვა ნაკლებად ცნობილ საინფორმაციო საშუალებებს ალბათ არ დაუჯერებდნენ გავრცელებული, ზღაპრისმაგვარი ინფორმაციის სინამდვილეს….

,,ბიბისის,, მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  საუდის პრინცმა ალ-ვალიდ იბნ თალალ იბნ აბდელ აზიზ ალ-საუდიმ სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მთელს თავის ქონებას, რომელიც 32 მილიარდ დოლარადაა შეფასებული…საქველმოქმედო მიზნებისთვის გასცემს.

პრინცის განცხადებით, ის თავის ქონებას საქველმოქმედო ორგანიზაციებს რამდენიმე ტრანშად გადაუგზავნის, რაც ალბათ რამდენიმე წელიწადს გაგრძელდება. პრინცის განცხადებით, ის პირველ რიგში ქალთა უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, განუკურნებელ სნეულებათა შესწავლის ფონდებს, სტიქიური უბედურებით დაზარალებულებსა და ჯანსაღი ცხოვრების დანერგვის განმახორციელებელ ორგანიზაციებს დაეხმარება…

ალ-ვალიდს არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს მისი ოჯახი მას შემდეგ, რაც მთელ ქონებას საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაუგზავნის… თუმცა აღნიშნა, რომ მისმა შვილებმა მხარი დაუჭირეს ამ გადაწყვეტილების მიღებაში.

TIMER-AAაღსანიშნავია, რომ ალ-ვალიდი ივნისის  დასაწყისში საქართველოში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით… მოწვეულს სტუმარს პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნეს და მისგანაც მიიღეს მოკლე ხანში ინვესტიციების ჩადების პირობა… თუმცა, თუ ალ-ვალიდი მთელს ქონებას საქველმოქმედო მიზნებისთვის დახარჯავს, საინტერესოა საქართველოში ინვესტიციებს როგორ განახორციელებს?!

კახაბერ ადამია

www.timer.ge

/იხილეთ ალ-ვალიდის საქართველოში ვიზიტის ამსახველი ვიდეოები/

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი : არავინ არ გააფრთხილა ეს ადამიანები, რომ სასიკვდილო ხაფანგში ყოფდნენ თავს
შემდეგი სტატიაგადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი #34 მიკროავტობუსი სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა