საუდის მთავრობა ამწეს მეჩეთზე დაცემას ძლიერ ქარს აბრალებს

mechგუშინ მექაში გრინვიჩის დროით 14.23 წუთზე სამშენებლო ამწე მეჩეთს დაეცა. 107 ადამიანი დაიღუპა და 230-მე მეტმა ფიზიკური დაზიანება მიიღო. ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, რამდენი ადამიანი დაიღუპა ამწეს დაცემისგან და რამდენი პანიკაში ჭყლეტისას.

საუდის არაბეთის სამოქალაქი თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღავნელმა, ლეიტენანტმა სულეიმან ბინ-აბდუკლა ალ-ამირმა განაცხადა, რომ ამწეს ვარდნა ძლიერმა ქარმა და კოკისპირულმა წვიმამ გამოიწვია.
მექაში ახლა მსოფლიო მუსლიმების ყოველწლიური მომლოცველობისთვის, ხაჯისთვის ემზადებიან.
ლეიტენანტმა ალ-ამირმა განაცხადა, რომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია, რომელმაც ტრაგედიის მიზეზები უნდა დაადგინოს.

საუდის მთავრობა ამწეს მეჩეთზე დაცემას ძლიერ ქარს აბრალებს
ალ-ჰარამი არსებობის განმავლობაში ყველაზე მსხვილ რეკონსტრუქციას გადიოდა, რომლის გამოც 15 ამწეთი იყო გარშემორტყმული.
ლეიტენანტის განცხადებით, ტრაგედიის დროს მეჩეთში დაახლოებით 800 ადამიანი იმყოფებოდა.

მექაში ხაჯას დროს ხალხის დიდმა ოდენობამ რამდენჯერმე ტრაგედია გამოიწვია. მაგალითად, 2006 წელს ჭყლეტის დროს 350 ადამიანი დაიღუპა.
რეკონსტრუქციის შემდეგ ალ-ჰარამის მეჩეთი 2 მილიონზე მეტ ადამიანს დაიტევს.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილის ფუჭი დაპირებები და მოტყუებული მოსახლეობა
შემდეგი სტატიაერევანში საპროტესტო აქციები განახლდა