საუდის არაბეთში მეფე გარდაიცვალა

საუდის არაბეთში გარდაიცვალა მეფე აბდალა ბენ აბდელ აზიზ ალ საუდი – ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის მთავარმა ტელევიზამ გაავრცელა .

განცხადება დღეს დილით გაკეთდა. მასში ასევე ნათქვამია, რომ მეფე მისი ძმა სალმანი გახდება.
ტელევიზიამ ოფიციალურ განცხადებამდე მაუწყებლობა შეწყვიტა და ყურანის კითხვის ტრანსლაიცია დაიწყო. მეფე აბდალა 90-ზე მეტი წლის იყო, როგორც ბიბისი ამბობს, მისი ასაკის ზუსტი დადგენა ვერ ხერხდება.
მეფე 2005 წელს ავიდა ტახტზე და ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ხშირად ავადმყოფობდა. ფაქტობრივად, ავადმყოფობის პერიოდში 79 წლის სალმანი ასრულებლადა მის მოვალეობას.
ტახტის მემკვიდრედ უკვე დასახელებულია აბდალას ძმა, პრინცი მურკინი, რომელიც 69 წლისაა.
მეფე აბდალა რეფორმატორად ითღვლებოდა. მაგალითად, მან დართო ქალებს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება.

banner
წინა სტატიაშიყოლბაია აფხაზეთთან ურთიერთობების გარკვევას საერთაშორისო საზოგადოების გარეშე ითხოვს
შემდეგი სტატიაევროს კურსის მსოფლიო ვარდნას განაგრძობს