საუდის არაბეთმა იემენის დაბომბვა შეწყვიტა

საუდი2 (1)არაბული ქვეყნების კოალიციამ, რომელსაც საუდის არაბეთი ხელმძღვანელობს, გამოაცხადა, რომ ავიადარტყმები იემენში სამხედრო მიზნების მიღწევის შედეგად შეწყდა.
ოპერაცია „გადამწყვეტი შტორმი“ ერთი თვე გრძელდებოდა. მისი მიზანი ამბოხებული ჰუსიტების შეჩერება იყო. თუმცა, კორესპონდენტების თანახმად, ეს ვერ გაკეთდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მარტის ბოლოდან იემენში 950 ადამიანია მოკლული. მონაცემები იემენის სამედიცინო დაწესებულებების მიერ არის გავრცელებული. რეალურად მსხვერპლის ოდენობა სავარაუდოდ, მეტია.
„გადამწყვეტი შტორმის“ შეწყვეტასთან ერთად, საუდის არაბეთმა ახალი ოპერაციის დაწყება გამოაცხადა სახელწოდებით, „იმედის აღდგენა“, რომლის ფარგლებშიც იემენის პოლიტიკური კონფლიქტის მოსაგვარებლად საჭირო ღონისძიებები დაიგეგმება. ოპერაციის ფარგლებში დაგეგმილია, ასევე, ტერორიზმთან ბრძოლა თვითონ საუდის არაბეთში.
ირანმა საჰაერო ოპერაციების დასრულება დადებითად შეაფასა და მას „წინგადადგმული ნაბიჯი“ უწოდა.
საუდის არაბეთი, რომლის სათავეშიც მუსლიმი-სუნიტები არიან, თეირანს ამბოხებული ჰუსიტების მხარდაჭერაში ადანაშაულებს. ირანი ბრალდებას უარყოფს.

banner
წინა სტატიაშიერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის დაჭრის შესახებ საუბრობენ
შემდეგი სტატიაშსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა