,,ირანს მოუწევს შეეგუოს სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის წასვლის აუცილებლობას, თუ სირიის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება მოხერხდება,, განაცხადა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აადელ ალ-ჯუბეირმა.
ჯუბეირის განცხადებით, ეჭვი არაა, რომ ასადი წავა… ,,ის, ან აპოლიტიკური პროცესების ფარგლებში თავისი ნებით წავა, ანდა ძალით იქნება დამხობილი,, აღნიშნავს საუდელთა საგარეო საქმეთა მინისტრი.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ ირანს, საუდის არაბეთის საგარეო უწყების ამ განცხადებაზე პასუხი, ჯერჯერობით არ გაუცია.
www.timer.ge