სასჯელაღსრულების სფეროში დასაქმებულ პირებს სოციალური დაცვის გარანტიები ეზრდებათ

შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ პირებს სასჯელაღსრულების სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში სამსახური წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლებათ.
“სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა
სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” კანონში დაგეგმილი ამ ცვლილებებით, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურის თანამშრომელთა სტატუსი გარკვეულწილად პოლიციელთა სტატუსს უთანაბრდება.
მთავრობის ინიციატივით პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოს მოსამსახურეებს, რომლებიც სისტემაში 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მუშაობდნენ, მინიჭებული ჰქონდათ სამხედრო ან სპეციალური წოდება და აქვთ ძალოვან უწყებებში ნამსახურობის არანაკლებ 15-წლიანი სტაჟი, 2020 წლამდე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში მუშაობის ვადა, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისთვის, ნამსახურობის 20-წლიან ვადაში ჩაეთვლებათ.
გარდა ამისა, ცვლილებები შედის “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონში, რომლის მიხედვით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს და პენიტენციური დაწესებულების სოციალურ განყოფილების მოსამსახურეს, კომპენსაცია ენიშნება 65 წლის ასაკის მიღწევისას, თუ მას აქვს არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟი, მათ შორის სოციალურ მოსამსახურედ მუშაობის 10 წლის სტაჟი პატიმრობისა და თავისუფლების
აღკვეთის აღსრულების სისტემის სოციალურ სამსახურებში.

banner
წინა სტატიაშიგარემოს დაბინძურებისთვის 15 იანვრიდან ახალი ჯარიმები ამოქმედდება
შემდეგი სტატიაელბაქიძის აღმართზე ტრანსპორტის მოძრაობა 3 თვით აიკრძალა