სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ბესიკ დევდარიანი თანამდებობიდან გათავისუფლდა. კანონმდებლობით, მინისტრის ცვლილების შემთხვევაში, თანამდებობას მოადგილეებიც ტოვებენ და მოვალეობის შემსრულებლად ითვლებიან.
სასჯელაღსრულების უკვე ყოფილ მინისტრ გიორგი მღებრიშვილს სულ ორი მოადგილე ჰყავდა – კახა კახიშვილი და ბესიკ დევდარიანი. როგორც ცნობილია, კახა კახიშვილი უწყების ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა. შესაბამისად, თანამდებობიდან მხოლოდ ბესიკ დევდარიანი გათავისუფლდა.
ახალი მინისტრის მოადგილეების დანიშვნასთან დაკავშირებით ბრძანება პრემიერ-მინისტრმა უნდა გამოსცეს.