სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო CPT-ის ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ მსჯავრდებულების გ.ო.-ს და შ.რ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც საქმის ხელახალი გადახედვის მოთხოვნით 11 დღეა შიმშილობენ, დამაკმაყოფილებელია.

უწყების ცნობით ორივე მათგანი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მსჯავრდებულები შიმშლობის შეწყვეტას ხვალ გეგმავენ.

“გ.ო. და შ.რ-ს ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტის წინ გამართეს. ისინი საქმის გადახედვას და მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებას მოითხოვდნენ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მსჯავრდებულ შ.რ.-ის საქმის განხილვას 5 ოქტომბრამდე დაიწყებს. რაც შეეხება მსჯავრდებულ გ.ო.-ს, მისი პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი 2017 წლის 30 მარტიდან განიხილება, რადგან მსჯავრდებული 2012 წლის 3 დეკემბრამდე უკვე იყო ნასამართლევი საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მეორე და 187 მუხლის პირველი ნაწილით და მას დაემატა წინა განაჩენით მოუხდელი სასჯელი 4 წლის, 11 თვის და 26 დღის სახით. გ.ო. და შ.რ. მსჯავრდებულები არიან 06.07.2012 წლის ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის(ყაჩაღობა). მსჯავრდებული გ.ო. და შ.რ. 2011 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. ისინი სასჯელს ქსნის #15 დაწესებულებაში იხდიან”, – ნათქვამია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიხვალ ქეთევან წამებულის ხსენების დღე აღინიშნება
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: ეს ისტორია ახლობელი და ძვირფასია ჩემთვის