სასწრაფო–სამედიცინო სამსახური თბილისის მერიის კომპეტენციაში გადადის?

თემურ ბარკალაია

თემურ ბარკალაიათბილისის მოსახლეობის ნაწილს სასწრაფო დახმარების ოპერატიულობასთან პრეტენზიები აქვს. სასწრაფოს ეკიპაჟს, სხვადასხვა მიზეზის გამო, ზოგჯერ აგვიანდება. ჯანდაცვის მინისტრი ადასტურებს, რომ ეს პრობელმა არსებობს და უწყება მის გადაჭრაზე მუშაობს. დგვიანების მიზეზებზე საუბრობს თბილისის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის უფროსი. თემურ ბარკალაია არაოპერატიულობის მიზეზად არამიზნობრივ ზარებსა და ცრუ შეტყობინებებსაც ასახელებს. პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ გზად განიხილავენ, რომ ეს სამსახური თბილისის მერიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის კომპეტენციაში გადავიდეს. თუკი ეს საკითხი გადაწყდება, თბილისელებს სასწრაფოს გამოსაძახებლად 112-ზე დარეკვა აღარ მოუწევთ.

banner
წინა სტატიაში19 წლის ნანა გიგლემიანის მკვლელობაში ეჭვიმტანილი დაკავებულია
შემდეგი სტატიაეროვნულმა ბანკმა გადამალა ფინანსური რეზერვები არის უსაფუძვლო–რომან გოცირიძე