როგორც ,,თაიმერს,, ზუგდიდიდან აცნობეს, ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი დაჭრილი ქალბატონი მიიყვანეს.
დაჭრილი ქალბატონი ელისო ცხადაიაა.მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა სიძემ ირაკლი ჩქვანავამ, მამიდაშვილის ქმარმა. როგორც ამბობენ, ტრაგედია პირად უთანხმოებას მოყვა.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ ჩქვანავამ თავი დაიჭრა და ისიც საავადმყოფოშია მოთავსებული.
ქალბატონი ცხადაიას მდგომარეობა კრიტიკულია და მისი გადმოყვანას რეანომობილით თბილისში გეგმავენ.