“სასტუმრო hilton-ი მიშამ დაგეგმა, ღარიბაშვილს არ აქვს უფლება – გახსნას”

“სასტუმრო hilton-ი მიშამ დაგეგმა, ღარიბაშვილს არ აქვს უფლება გახსნას ის,” – ამ ლოზუნგით საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა ბათუმში 6 მაისის ბაღში. აქციის მონაწილეებს სასტუმროსთან ახლოს მისვლის და აქციის გამართვის საშუალება არ მისცეს.

აქციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები მართავდნენ. სამართალდამცავებმა მშვიდობიანი აქციის 3 მონაწილე დააკავეს.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების განცხადებით მათი თანაგუნდელების დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა და მათ კანონი არ დაუღვევიათ.

“ბათუმში ყველა ეს პროექტი რასაც დღეს ღარიბაშვილი ხსნის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაგეგმილია. პრემიერ-მინისტრს არ აქვს უფლება ეს შენობები გახსნას საზეიმოდ, მას არაფერი გაუკეთებია ბათუმისთვის. რაც შეეხება ჩვენი აქტივისტების დაკავებას ეს არის პოლიტიკური ნიშნით დევნა,” – აცხადებენ აქციის მონაწილეები ჟუნრალისტებთან საუბრისას.

აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ სურათები, სადაც ყველა ის შენობა იყო ასახული რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიგურჯაანში ნაცემი მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
შემდეგი სტატიარიგის სამიტზე საქართველოს დელეგაციას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს